გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ

30-03-2024

მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა. იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

ქადაგიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ.

 

“სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”-შალვა პაპუაშვილი მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა. იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ.

  • კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგებოდნენ…
  • ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას ლამობდნენ…
  • არჩევნების პარალელურ დათვლას აყალბებდნენ…
  • ანტისამთავრობო აქციებს მართავდნენ… ჰო და ამ ყველაფრიდან არაფერი გამოუვიდათ და ახლა, სასამართლოს დისკრედიტაცია დარჩათ, რომელსაც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ“, - წერს ქადაგიძე.