გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა,  ყველამ იცოდეს, რას ფიქრობს, როგორ იქცევა ერთ-ერთი  ტელეარხის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს

5-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი  დიპლომატებს შეხვდა.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედაზე საუბარი  წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.

 

,,ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად, პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ ვითარდება და რომელიც უკვე ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება. საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს და მეც გავავრცელო, თუ რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.