გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას

31-03-2024

ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი.


„რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა რეფერენდუმის დღე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრივობის უახლეს ისტორიას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი,"- აღნიშნა პრემიერმა.