გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ, გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და სწორედ ეს არის კორუფციის საფუძველი

31-03-2024

ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას ამ უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიებს აწარმოებენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ფაქტებით ისაუბროს, რაც არ ხდება და მიმდინარეობს საბჭოური სტილის კამპანიების წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთი საბჭოური სტილის კამპანიები წარმოებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2012 წლამდე სასამართლო ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქციეს.


„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რაც შეეხება კორუფციას, კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა და სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიას აწარმოებენ, არიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საკუთარ საქმიანობაში. არავინ იცის, მაგალითად ვისგან ფინანსდება ამ ორგანიზაციების საქმიანობა, რა მიზნებს ემსახურება მათი დაფინანსება და ა.შ.სწორედ გაუმჭვირვალობა არის კორუფციის მთავარი წყარო და სამწუხაროდ, ის სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ, გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და სწორედ ეს არის კორუფციის საფუძველი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება ქუჩებში სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ წარწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის საბჭოური სტილის პროპაგანდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.


„წლების განმავლობაში ხდებოდა სასამართლო სისტემის, მოსამართლეების სტიგმატიზაცია. ტერმინიც მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო კლანი და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, როდესაც სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენების აგენტების ხელში, მაშინ ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. დღეს ეს უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ კამპანიას, იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ. ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი პირადად ჩემთვის", - განაცხადა პრემიერმა.