გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება, შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია

31-03-2024

არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა, შესაბამისად მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია.


„ არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. ამით მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია,"- აღნიშნა პრემიერმა.