გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას, სამშობლო არ იყიდება!

31-03-2024

საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… - წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.


იგი ეხმიანება პარტია “ახლის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ “მთავარმა” გრანტი მოიგო, თუმცა, ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.


მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.


“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება.

უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო…

უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!

სამშობლო არ იყიდება!” - წერს მამუკა მდინარაძე.