გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2025 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება

1-04-2024

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება - შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცვლილებით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებს შორისაა ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები, კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა - საფრქვევებისა და წყალის შესხურების სისტემების კომპონენტები, ხანძრის გამოვლინებისა და სახანძრო განგაშის სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, შლანგის სისტემები, თბოიზოლაციის პროდუქტები, კომპოზიტური საიზოლაციო კომპლექტები/სისტემები, სახურავის საფარი, ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკზე დასაგები პროდუქტები, ბრტყელი მინა, პროფილირებული მინა და მინის ბლოკის პროდუქტები, ასევე ხისგან დამზადებული პანელები და ელემენტები, სივრცის გათბობის მოწყობილობები და ა.შ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების ამოქმედებამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება კერძო სექტორთან, იგეგმება მათთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომ ეკონომიკური ოპერატორები დეტალურად გაეცნონ რეგლამენტის მოთხოვნებს და ჰქონდეთ შესაძლებლობა, აღნიშნულ  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ სამშენებლო პროდუქტები”– აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

გარდამავალ პერიოდში, 2025 წლის 1 იანვრამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, შემოწმების ფარგლებში გასცემს საჭირო რეკომენდაციებს  საქართველოს ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს ცვლილებებთან ადაპტირებაში.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, განახლებული ტექნიკური რეგლამენტით  სამშენებლო პროდუქტებისთვის შეიქმნება ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომლის პირობებშიც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები იმპერატიულად იმოქმედებს ბევრად გაფართოებულ სფეროში, რაც, თავის მხრივ, მეტად ეფექტურად და მრავალმხრივ უზრუნველყოფს მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს სამშენებლო პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვას.