გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ალექსანდრე მოწერელია "ლტოლვილთა დანიის საბჭოს" (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

5-10-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია "ლტოლვილთა დანიის საბჭოს” (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა.


შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროექტისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს, რაც საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, თემის მხარდაჭერის პროგრამას და გრანტების გაცემას გულისხმობს.


პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დევნილების პროფესიული გადამზადება, რათა ისინი DRC-ის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-საქმიანობაში ჩაერთონ.

"ლტოლვილთა დანიის საბჭო" საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს.