გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: დადგა დრო, დედაქალაქში ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე არსებულ სარეკლამო ბანერებზე განვათავსოთ ამა თუ იმ სფეროში დასავლური ინდიკაციით შეფასებული საქართველოს კუთვნილი ადგილი მსოფლიოში

1-04-2024

„თვე არ გადის, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო დონის ერთ-ერთ ლიდერად რომ არ წარმოაჩინონ, მათ შორის იმ ავადხსენებულ ცხრავე რეკომენდაციის ნარატივში," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და გაოცებას ვერ მალავს საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების აფიშირებით. განსაკუთრებით კი, როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გაუგებარია კეთილსინდისიერების მაძიებელი მოსამართლეები რატომ გაჰყავთ ევროპაში.


ამით მან შეაფასა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენლის მიერ ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლის ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაყვანა.


„ჩვენ რომ „კოკა-კოლას" ცარიელ ქილაზე ექსტაზირებულ ბრბოდ გვთვლიან, გასაგებია. ცალფეხა ასკინკილათი მხტუნავი „ქართველი ხალხით" რომ აპელირებენ ყველგან, ამასაც მიჩვეულები ვართ. მაგრამ კეთილსინდისიერების მაძიებელი მოსამართლეები აქედან არაკეთილსინდისიერ გარემოში (ევროპაში) რატომ გაჰყავთ, ამას ვერ ვიგებ.


ვერ ვიგებ ასევე, ამ თავისივე დასავლური ინდიკაციის გამომშვებ „რუსულ" ორგანიზაციებს რით ვერ აჩერებენ და აჩუმებენ საქართველოსთან მიმართებით მაინც? თვე არ გადის, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო დონის ერთ-ერთ ლიდერად რომ არ წარმოაჩინონ, მათ შორის იმ ავადხსენებულ ცხრავე რეკომენდაციის ნარატივში. სტრასბურგის სასამართლოზე ხომ აღარაფერს ვიძახი, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების" არცერთი გავლენის აგენტის საჩივარს რომ აღარ იღებს განსახილველად.

დადგა დრო, დედაქალაქში ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე არსებულ სარეკლამო ბანერებზე განვათავსოთ ამა თუ იმ სფეროში დასავლური ინდიკაციებით შეფასებული საქართველოს კუთვნილი ადგილი მსოფლიოში და იქვე, თვალსაჩინოებისთვის - ევროკავშირის, აშშ-ს და რა თქმა უნდა, მოლდოვასა და უკრაინის მონაცემები," - წერს დავით ქართველიშვილი.