გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა

1-04-2024

„ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ პარლამენტში დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა, ქუჩაში დაიწყება პროცესები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.


მისივე თქმით, ქუჩის პროცესები ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რადიკალური ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ტელეკომპანიებისა და მედიასაშუალებების მხრიდან იგეგმება.


„თითოეულ გრანტს აქვს თავისი მიზნობრიობა და არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა.


მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „მთავარმა არხმა“ კარგად იცის, როგორ და რა მიმართულებით გახარჯოს მის მიერ მიღებული დიდი ოდენობის გრანტი. ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“ პროექტის განხილვა, დაიწყება ქუჩის პროცესები, ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რასაც სათავეში ჩაუდგება რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, პარტიული ტელევიზიები.


რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა ზუსტად იციან, რომ 2024 წლის არჩევნები არჩევნებამდე უკვე წაგებული აქვთ. ისინი ეცდებიან ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ ლგბტ პროპაგანდის ან ვეტინგის საკითხები და ქუჩაში გამოიყვანონ, კარგად მომზადებული, გამოცდილი ახალგაზრდები ისე, როგორც გამოიყვანეს მაშინ, როცა „ხალხის ძალას“ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღება სურდა.


მოვუწოდებ მოსახლეობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად სწორად გაერკვნენ საკითხის არსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.