გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის მიმართვაზე აშშ-ს საელჩოსთვის: თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით მოსამართლეებს სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო

1-04-2024

დიახაც.. !!! თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ.

 

ექსპერტის თქმით, საქართველო ამერიკას თავს არ დაუხრის, რადგან ორივე არის ჯერ სახელმწიფო და შემდეგ მეგობრები და თუ სადმე გადაცდომაა, ამაზე რეაგირებას მოითხოვს ჩვენი ქვეყანა.

 

„დიახაც.. !!! თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო. კი ბატონო, ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერში თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ თუ ვხედავთ სადმე გადაცდომას - თუნდაც თქვენი მხრიდან, მოვითხოვთ რეაგირებას... დაახლოებით ამ პათოსით ისაუბრა მამუკა მდინარაძემ და მაგრად მესიამოვნა თავს არ დაგიხრით, იმიტომ რომ ორივე ვართ ჯერ სახელმწიფოები და შემდეგ მეგობრები - ასეთი პოზიციები ძალიან მეამაყება.. “, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.