გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს

1-04-2024

სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ.


ექსპერტის თქმით, სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორმა და მეგობრობა თანაბარ და ურთიერთგაგების პრინციპებზეა დაფუძნებული და ასეთი ურთიერთობების დროს არავითარ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.


„სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორმა და მეგობრობა თანაბარ და ურთიერთგაგების პრინციპებზეა დაფუძნებული.


ცხადია, ასეთი ურთიერთობების დროს არავითარ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თანასწორი და სამართლიანი ურთიერთობები კი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.


სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს.


სწორედ ამაზე საუბრობს მამუკა მდინარაძე, რაც მის როგორც ქვეყნის მოყვარულ, თავმოყვარე და ღირსეულ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს. დიახ, პოლიტიკოსი მთავარი ღირსება თავის სამშობლოს სიყვარული, თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.