2-04-2024
ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან -2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე.
წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც.
„ Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი.
მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ კამპანიის განახლება და დღეიდან, PAY.GE-ის ყველა სერვისზე, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდა საკომისიოს გარეშე.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში. ” - დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი
“Mastercard, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო აქციას Pay.ge-სთან ერთად და ხელს ვუწყობთ Mastercard-ის ქართული და უცხოური ბარათების მფლობელებს, მარტივად და სწრაფად, თანაც საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ნებისმიერი გადასახადი ონლაინ სივრცეში”- დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.