გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს

2-04-2024

ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე "მქადაგებელი" ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს ჰააგაში.


ანალიტიკოსის თქმით, სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს. მანვე აღნიშნა, რომ ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.


„სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს.


ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე "მქადაგებელი" ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება.


ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.


ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმური შეკითხვაა - ნაცკრიმინალებისთვის (კეზერაშვილი, ადეიშვილი, გვარამია და მათნაირები) ევრობენეფიტები ევროპასთან უფრო გვაახლოებს თუ გვაბრკოლებს?..


P.S. სიმბოლურია ზურაბ ადეიშვილის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შენობაში ყოფნა. იქაურ საკნებსაც გაეცნოს დეტალურად, ინფრასტრუქტურულად არანაკლები ელოდება საქართველოში“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.