გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან ანტისახელმწიფოებრივ საკუთარ იმიჯს

2-04-2024

"ქართული ოცნება" საუკეთესო შედეგით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, "ნაციონალური მოძრაობა" შენარჩუნდება დაბალი თუმცა ბარიერგადალახული რეიტინგით და მესამე ძალად ეროვნული ამბიციითა და პოლიტიკური ხელწერით "ხალხის ძალა" შემოვა." - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მეგრელიშვილის თქმით, ბარიერგადალახული "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდება საარჩევნოდ მიღებული შედეგები გაიაზროს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ქართველი ხალხის არჩევანს დანებდეს. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს.


"ქართული ოცნება" ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან ანტისახელმწიფოებრივ საკუთარ იმიჯს. „"რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს", ქართული ოპოზიციური პარტიების "ვირტუალური იმიჯი" 2024 წლის არჩევნებში საკუთარ თავს არ დამალავს და მათი პოლიტიკური ფეილი ქართულ პოლიტიკაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" საუკეთესო შედეგით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, "ნაციონალური მოძრაობა" შენარჩუნდება დაბალი, თუმცა ბარიერგადალახული რეიტინგით და მესამე ძალად ეროვნული ამბიციითა და პოლიტიკური ხელწერით "ხალხის ძალა" შემოვა.


ამ შედეგის მიმღებლობით, ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ძალების პოლიტიკური თანამონაწილეობით ბარიერგადალახული "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდება საარჩევნოდ მიღებული შედეგები გაიაზროს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ქართველი ხალხის არჩევანს დანებდეს. სოციალურ და სხვა მრავალ საკითხზე პასუხისმგებლობას სახელისუფლებო გუნდი უკვე მზა რეფორმებით პასუხობს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არსად გაურბის, შესაბამისად აზრს კარგავს ოპოზიციური სპექტრის ისტერია სოციალურ თემებზე და მხოლოდ საარჩევნოდ შერჩეული "ბრენდის" განწყობას ქმნის.


"ქართული ოცნება" ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან ანტისახელმწიფოებრივ საკუთარ იმიჯს.


მოწოდება, საქმე უშინაარსო საუბრის ნაცვლად! დღეს ყველაზე მეტად არ აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც დაახლოებით ამ შინაარსის პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა საკუთარი მმართველობისას წლების წინ და რომელმაც ზუსტად ამ შინაარსში მოატყუა ქართველი ხალხი. მათი პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, ისინი კვლავ აკეთებენ საქმეს საქმის გარეშე და საკუთარი ვირტუალური იმიჯით გაბრუებულნი გეგმავენ 2024 წლის არჩევნებზე საკუთარ გამარჯვებაში დაარწმუნონ მათივე ამომრჩევლები და ხუთიანზე შეასრულონ დავალება, წინასწარ დავალებული, მათი დამფინანსებელ გამომკვებების, საქართველოს დაუძინებელი მეგობრების“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.