გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი:  ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს როგორ იქცევა ნიკა გვარამია

5-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს  საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს  შეხვდა.


შეხვედრისას კანდიდატმა ელჩებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

"მათ მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიაზე, რომელიც პირადად ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და  გასცდა ყველა ზომას და ზღვარს. ასევე წავუკითხე „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, ეს არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე დამეხმარება.

 

ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

 
გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი როგორც არა მხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.


ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება პრაქტიკულად თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.