5-10-2018
მიმდინარე წლის წლის 5 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითალისწინებს.
ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს.
დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც
სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.