გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში კორპუსებთან ფანჩატურები მოეწყობა

5-10-2018

ახალციხის მერიამ ქალაქ ახალციხეში მრავალბინიან სახლებთან ფანჩატურების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 816 ლარია.


ახალციხეში ფანჩატური ოთხი კორპუსის ეზოში მოეწყობა: 9 აპრილის N15–სა და N21–ში; რუსთაველის N99–ში; თამარაშვილის N57–ში და ასპინძის ქუჩის N40–ში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ფანჩატურების მოწაყობას სკამებითა და მაგიდებით. ფანჩატურის სიგანე ოთხი მეტრი, ხოლო სიგრძე ხუთ მეტრი იქნება.

ასევე, დოკუმენტების მიხედვით თამარაშვილის N57–ში მდებარე ძველი ფანჩატური ახლით ჩანაცვლდება.

ახალციხის მერიამ ტენდერი, გუშინ, ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 21 ოქტომბერს დაიწყება.



sknews.ge