გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონზე“: დღეს ვერც "რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა

3-04-2024

დღეს ვერც "რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიციირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ დაინიციირების თაობაზე.


ფოჩხუას თქმით, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს დაინიციირებულმა კანონმა შეიძლება შეცვალოს ლგბტ პროპაგანდისთვის "მთავარში" ჩარიცხული ფულის მიზნობრიობა და ეს თანხა დესტრუქციულმა ენჯეოებმა და პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ.


„ახლოვდება არჩევნები და გაათმაგდა გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში. ბოლო წვეთი ნიკა გვარამიას განცხადება იყო, "მთავარში" ჩარიცხულ თანხაზე, რომ ამ თანხას არ მოჰყოლია მიზნობრიობა. არა და ყველამ ვიცით, ეს ფული ლგბტ პროპაგანდას უნდა მოხმარდეს და ვიცით რა გვარამიას ვნება კარგ ცხოვრებასთან მიმართებაში, სად წაიღებს ამ ფულს კაცმა არ იცის. პროტესტს არ ჯობია თავად იცოდნენ იმ ადამიანებმა ვინც ამ ფულზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის და რაში იხარჯება ჩარიცხული ფული, რომ გვარამიას მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი ჯიბეები არ გაივსონ. მდინარაძის მიერ დღეს დაინიცირებულმა კანონმა კი შეიძლება შეცვალოს მიზნობრიობა "მთავარში" ჩარიცხული ფულის და ეს თანხა გამოიყენონ დესტრუქციულმა ენჯეოებმა, პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად.


დღეს ვერც "რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიცირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.