გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვიქტორ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: თუ საფრანგეთმა პირველი მოსმენით მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი

3-04-2024

„ეს მისაღები იყო მაშინაც [შარშან], მაგრამ მაშინ კანონი არავინ წაიკითხა, არავინ მას არ ჩახედა და თავიდანვე მონათლეს, როგორც „რუსული კანონი“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებას გამჭვირვალედ უნდა აჩვენონ თუ რას ხმარდება ესა თუ ის თანხა.


„თუ საფრანგეთმა პირველი მოსმენით, 171 ხმით, მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გამაგებინეთ. რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა?! ყოველდღე საუბრობენ, თითქოს კორუფციაა, ვიღაცა რაღაცას მალავს. დადგნენ და გამჭვირვალედ აჩვენონ საზოგადოებას, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება. სანქცია რა არის? ფულადი ჯარიმის გარდა, სხვა სანქცია ხომ არ არის?! - ეს მისაღები იყო მაშინაც [შარშან], მაგრამ მაშინ კანონი არავინ წაიკითხა, არავინ მას არ ჩახედა და თავიდანვე მონათლეს, როგორც „რუსული კანონი“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.