გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: წელს ჩვენ უფრო ძლიერად შეიარაღებულები ვართ სიმართლით, გავაანალიზეთ შარშანდელი შეცდომები და ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად

3-04-2024

„ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ აზრის გამოტანა და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე თუ რა წერია კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.


მისივე თქმით, შარშან, მარტის თვეში დაგეგმილი იყო, რომ საქართველოში განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი მოვლენები, რაც აღიკვეთა, მაგრამ წელს ამის გამეორების უფლება აღარავის მიეცემა.


„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვაპატიეთ შარშანდელი აღვირახსნილი კამპანია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელშიც ჩაერთო მთელი მსოფლიო - იუსტიციის სამინისტროში დასარეგისტრირებელი რეესტრის წინააღმდეგ.


დაგეგმილი იყო, რომ შარშან, მარტის თვეში განვითარებულ მოვლენებს უნდა გამოეწვია არაპროგნოზირებადი მოვლენები, რომელსაც პასუხისგებით მოეკიდა ხელისუფლება, მათ შორის „ხალხის ძალა“ და ყველაფერი იქნა შეჩერებული. წელს იმავეს გამეორების შესაძლებლობას არავის მივცემთ. ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ აზრის გამოტანა და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე რა წერია ჩვენს კანონში. აუხსნან რით განსხვავდება და რით არის ეს კანონი უფრო ლმობიერი, ვიდრე ამერიკული FARA-ს კანონი.


წელს ჩვენ შეიარაღებულები ვართ, უფრო ძლიერად იმ სიმართლით, რომელიც არც შარშან გვაკლდა. შეიძლება გვაკლდა ამ სიმართლის მოსახლეობამდე და ახალგაზრდებამდე დაყვანის კომპონენტი, მაგრამ წელს ჩვენ ყველაფერი შევისწავლეთ, გავაანალიზეთ შეცდომები და ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე როგორც ეს საქართველოს სჭირდება,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.