გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალი ამბები თამარ ჩუგოშვილი: შემოწირულობში უჩვეულო არაფერია

5-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმაში, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდში შეწირულობები კეთდება, უჩვეულო არაფერია.


„ბუნებრივია, ყველა პარტია შემოწირულობით არსებობს და ეს სრულიად ლეგიტიმური რამეა ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთანაც.


საპრეზიდენტო არჩევნებში კი, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის ფორმით ვმონაწილეობთ, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს შემომწირველებს ნაცვლად „ქართული ოცნების“ ფონდში შემოწირვისაა, შემოწირულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ფონდში გააკეთონ.


ამაში უჩვეულო არაფერია, პრობლემა კი არის ის, რა განცხადებებსაც ჩვენ ზოგიერთი ტელევიზიის ხელმძღვანელებისგან ვისმენთ კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებისა და მხარდამჭერების მიმართ“-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ.