გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ერთი პატარა ქვეყანაა, რომელმაც ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომით მოახერხა ბიუჯეტის გასამმაგება და ბიუჯეტის მესამედი მიდის სოციალურ საჭიროებებზე

4-04-2024

„რაც კეთდება, იმის იქით გვითხარით კიდევ რა შეიძლება, რომ გაკეთდეს და არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით,“ - ასე მიმართა ოპოზიციას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენისას.


ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევით აქვს საქართველოს.


„ის პრობლემები, რომლებზედაც თქვენ საუბრობთ, არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. ამ თემებზე ჩვენ თვითონაც ვსაუბრობთ. თქვენი ეს წივილ-კივილი ტრიბუნასთან კი არაფრის მომტანი არ არის - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი და თან იაფფასიანი თქვენი პოლიტიკური ქულები. ქვეყანა და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს, რომ ქვეყანამ ღირსეულად შეასრულოს ის გეოპოლიტიკური ეკონომიკური ფუნქცია, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, იყოს ინტერესის სფერო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რიგი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნებისათვის, და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, არამედ ევროკავშირის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ცენტრალური აზიის, რეგიონის ქვეყნების ინტერესებში.


კერძოდ, რა კეთდება ამისათვის: ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის განვითარება; რკინიგზის მოდერნიზაცია: სატრანზიტო დერეფნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება; აეროპორტების განვითარება და ამ ყველაფერისთვის სახმელეთო ტრანსპორტისათვის ციფრული პლატფორმის მოდერნიზაცია, რათა საქართველომ ფეხი აუწყოს განვითარების თანამედროვე ტენდენციებს; ციფრული კორიდორის შექმნა, რომ ბიზნესი იქნება, თუ სხვა ლოჯისტიკური საჭიროება, ამ ყველაფერის ციფრული უზეუნველყოფა მოხდეს. მსოფლიოს თანამედროვე ტენდენცია და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ ხელოვნული ინტელექტის და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას გულისხმობს და ამაშიც ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ მსოფლიო განვითარების თანამედროვე ტენდენციას, რათა აღმოვჩნდეთ იმ გლობალური ბაზრების შესაბამისი, რომლებიც მომავალში იარსებებს.


აი ამ მიმართულებით რაიმე უკეთესის შემოთავაზება შეგიძლიათ? ან რაც კეთდება, იმის იქით გვითხარით კიდევ რა შეიძლება, რომ გაკეთდეს და არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ერთი პატარა ქვეყანაა, რომელიც ჩვენი, ადამიანისეული კაპიტალის დახმარებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ახერხებს იმას, რომ ბიუჯეტი გასამმაგებულია და ამ გასამმაგებული ბიუჯეტის მესამედი მიდის სოციალურ საჭიროებებზე, რათა ხალხმა დაძლიოს სიღარიბე, რომელმაც თქვენი მმართველობის პირობებში გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია,” - განაცხადა სეფაშვილმა.