გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გია ვოლსკი: დამფინანსებლები ორივე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს და ამაში დასაძრახი არაფერია

5-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის შემწირველებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


„ყველა კანდიდანტს თავისი შემწირველი ჰყავს. რასაკვირველია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თანხას შეწირავს ამა თუ იმ პარტიას, ვერანაირად ვერ მოიხსენიება მასზე გავლენის მქონე ადამიანად.


იგივე შემწირველები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე „ნაციონალურ მოძრობას“ და ამაში რაიმე დასაძრახს ვერ ვხედავ.


ნებისმიერ ადამიანს თუ ბიზნესმენს არავის მოწოდება არ სჭირდება შეწირულობა გააკეთოს იმ კანდიდატისთვის, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას პირდება და არა იმ კანდიდატისთვის, რომელიც არეულობას გვთავაზობს“- აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ.