გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა - ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული "ენჯეოები"

4-04-2024

„შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ეს ე.წ. "ენჯეოები",„ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 

 

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობოების უცხოელმა სპონსორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფსონს აუტსაიდერებზე დებენ, რომლებსაც, საქართველოს აყირავება არასდროს გამოუვათ. 

 

"შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ეს ე.წ. 'ენჯეოები'. მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს. 

საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია ვიცით.

სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა" - წერს გია აბაშიძე.