გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დედა 16 წლის შვილს აიძულებდა, მის მიერ შერჩეულ კაცზე დაქორწინებულიყო - ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს

4-04-2024

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზეერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდარომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდარომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლებაბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდასაკუთარი ნების საწინააღმდეგოდმის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავესმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150- მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებაჩადენილი არასრულწლოვნის მიმართწარედგინარაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობითსასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.