გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: როგორც „ნაც-მოძრაობამ“ შექმნა „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ასევე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, დეგენერაციის გზაზე მდგარი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი

4-04-2024

როგორც „ნაც-მოძრაობამ“ შექმნა „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ასევე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, დეგენერაციის გზაზე მდგარი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) კვლევის თანახმად ქართული არასამთავრობო სექტორი 2023 წლის 27-ე ადგილიდან, 2024 წელს 77-ზე დაქვეითდა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის სექტორი, რომელიც მთელი მოღვაწეობა რეგრესის გზით მიდის და უტიფრად პოზიციონირებს, როგორც სიმართლის მდგენელი და აზრის გენია, სინამდვილეში კი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენას “ჩალიჩობს” საკუთარი ქვეყნის საზოგადოებაზე.


„საერთაშორისო ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) კვლევა გამოაქვეყნა.


ქართული არასამთავრობო სექტორი 2023 წლის 27-ე ადგილიდან, 2024 წელს 77-ზე დაქვეითდა.


ფაქტობრივად, უპრეცედენტო მასშტაბის ანტირეკორდი დაამყარა ჩვენმა “NGO”-სექტორმა.


მოკლედ, ამ უსამშობლოებს დარვინის ენით უნდა ესაუბრო.


ყველა ორგანიზმი, ინდივიდი, პოპულაცია, საზოგადოება, ინსტიტუცია განიცდის ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც პროგრესით(არომორფოზი), შეგუება-ფორმირებით(იდიოადაპტაცია) და რეგრესით(დეგენერაცია) გამოიხატება.


სექტორი, რომელსაც ინდივიდუალური რეპუტაცია, ორგანიზაციული ავტორიტეტი არ გააჩნია და მით უმეტეს, საერთაშორისოდ გაღიარებენ, როგორც დეგენერაციის კლასიკურ მაგალითს, რატომ გვეტმასნება როგორც სამოქალაქო საზოგადოება?!


მთელი მოღვაწეობა, რომ რეგრესის გზით მიდიხარ და მაინც, უტიფრად პოზიციონირებ, როგორც სიმართლის მდგენელი და აზრის გენია, სინამდვილეში კი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენას “ჩალიჩობ” საკუთარი ქვეყნის საზოგადოებაზე, ამიტომაც უნდა იყოს დაცული ხალხი, თქვენისთანა პარაზიტებისგან!

როგორც ნაც-მოძრაობამ შექმნა კოლექტიური ნაც-მოძრაობა და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ასევე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, დეგენერაციის გზაზე მდგარი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი“, - წერს ქადაგიძე.