გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო გოგუაძე: USAID-ის შეფასებები ქვეყანას კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობებს უხსნის

5-10-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, USAID -ის პოზიტიური შეფასებები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ქვეყანას კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა წარმატებულად აფასებს ეკონომიკის სფეროში, ასევე მთავრობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. რასაკვირველია, ასეთი შეფასებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც არსებული მდგომარეობის და მიმდინარე რეფორმების შესაფასებლად, არამედ სამომავლოდ პრიორიტეტების განსასაზღვრად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.


USAID კარგად ხედავს რა ტიპის დახმარება სჭირდება ახლა ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მომავალი წლისთვის მეტ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ექნებათ. განათლების სფეროს რეფორმირება, რომელიც ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ასევე მხარდაჭერილი იქნება ამერიკის მხრიდან“-განაცხადა გოგუაძემ.