გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა

4-04-2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების და მასთან ერთად „ხალხის ძალის“ მიზანია საქართველოს მოქალაქის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, რაც მომავალში მის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებას განაპირობებს. შესაბამისად, მაჭარაშვილის თქმით, ამომრჩეველი შეძლებს ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევას.

 

საკუთარი მოსაზრებების არგუმენტად დეპუტატმა დაასახელა რადიკალური არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყარო (უცხოური ორგანიზაციები) და ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენადაა ევროპული ღირებულება ისეთი აქტივობების დაფინანსება, როგორიცაა, მაგალითად, აქცია სახელწოდებით „მე ვესროლე".

 

„ჩვენ ვნახეთ სად ირიცხება თანხები. ფული ირიცხება „დროა“-ში, ასევე, "სირცხვილია"-მ მოაწყო აქცია „მე ვესროლე“. „მე ვესროლე“ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია ის, რაც იმ მოქალაქემ [ლაზარე გრიგირიადისი] გააკეთა, რომელსაც უნდოდა ცოცხლად დაეწვა პოლიციელი. ყოველივე ამას აფინანსებს ევროპის განვითარების ფონდი. სადაა აქ ევროპული ღირებულება? საზოგადოებამ განსაჯოს - ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და მერე ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რა არის მართალი და რა არის ტყუილი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.