გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: დღეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების „უპრაგონოდ" ხარჯვის გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამოდის ჩვენი მოსახლეობის 0,25%, რომლის ჯიბეში მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაილექა ნახევარი მილიარდი დოლარი

5-04-2024

„დღეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების „უპრაგონოდ" ხარჯვის გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამოდის ჩვენი მოსახლეობის 0,25%, რომლის ჯიბეში მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაილექა ნახევარი მილიარდი დოლარი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, მოსკოვის მერიამ საქართველოში მოქმედ რუსულ ორგანიზაციებს გასულ წელს, მედიკამენტების შესაძენად, 4 მილიონი რუბლი გამოუყო, თუმცა, უცნობია, რაში დაიხარჯა ეს ფული.


მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას „კლანი“ არასამთავრობო სექტორის რუსული სეგმენტის გამჭვირვალობის საკითხსაც თავის თავზე აიღებენ, მთავარია მათ ამის შესახებ ღიად განაცხადონ.


„დღეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების „უპრაგონოდ" ხარჯვის გაგრძელების და გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ყველაზე აქტიურად გამოდის ჩვენი მოსახლეობის 0,25%, რომლის ჯიბეში, საბანკო ანგარიშში, აგარაკის მშენებლობასა თუ ავტოსალონში მანქანების შეძენის სახით, მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაილექა ნახევარი მილიარდი დოლარი. შეიძლება სულ არ უნდოდეს ვინმე დავით ზურაბიშვილს ან ნინო ლომჯარიას თავისი კეთილდღეობის დასაცავად აშკარა სისულელის და ბოდვითი არგუმენტების მოყვანა, მაგრამ ათვისებული აღურიცხავი ფული ამას უკვე აგენტოკრატულად გავალდებულებს!


დღეს ეს გრანტიჭამია წურბელები, რომლებსაც თუნდაც ჩემს სამეზობლოდ დაწყებული ფეშენებელური მშენებლობა აქვთ დასამთავრებელი, მათ შორის საქართველოში სრული გაუმჭვირვალობის პირობებში მოქმედ იმ ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს აფარებენ ხელს, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტისა (დსთ-ს და საქართველოს დეპარტამენტი) და მოსკოვის მერიის ხაზით ფინანსდებიან. მე საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ამ სეგმენტის დასაცავად ხოშტარიას გავლით, ფინანსურად „ბონუსდებიან" ჩვენი „პროდასავლელი არარუსულკანონისტები," რადგანაც მათ, როგორც აქამდე არაერთხელ იყო, „დეპუტატ გავრილოვის უკანალის სახელობის" საერთო ინტერესები ამოძრავებთ.


საქართველოში ყველაზე მსხვილ რუსულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: Русский клуб, Всемирный совет соотечественников, Фонд поддержки и защиты прав российских соотечественников, Молодёжная ассоциация, Союз русской молодежи, Центр защиты прав российских соотечественников, Ассоциация русских женщин, Международная ассоциация молодежи, Ассоциация многонациональных женщин და ა.შ. ამ უკანასკნელმა შეძლო და რუსულის გარდა, შარშან ევროკავშირის გრანტსაც (342 ათასი ევრო) გამოჰკრა ხელი, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკას მოსახლეობისთვის „თეთრეული შესაძენად". მართალია, ამასთან ერთად, პარალელურად შეძენილი იქნა უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ბაზალეთის ტბასთან. ყოველწლიურად იგზავნებიან ამ ორგანიზაციების წევრები სანქტ-პეტერბურგის Форум молодежных организаций российских соотечественников и зарубежных русскоязычных СМИ «Русское зарубежье»-ზე.


მოსკოვის მერიამ საქართველოში მოქმედ რუსულ ორგანიზაციებს შარშან გამოუყო 4 მილიონი რუბლი მედიკამენტების შესაძენად. სად წავიდა ეს ფული, ღმერთმა იცის. სკანდალი მოყვა, ასევე, ომის ვეტერანებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, სადაც ნაწილს მხოლოდ 100 ლარი მისცეს, ნაწილი კი საერთოდ „გადააგდეს". თუ ზურაბიშვილ/­ლომჯარიას კლანი არასამთავრობო სექტორის რუსული სეგმენტის გამჭვირვალობის საკითხსაც თავის თავზე აიღებს, რა პრობლემაა, მთავარია ამის შესახებ ღიად და გასაგებად განაცხადონ, - ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.