გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: შშმ პირების განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს უცხოური ფინანსური გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობას, რადგან დონორის გადმორიცხული თანხა მათ სრულად უნდა ხმარდებოდეს და არა ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს

5-04-2024

"ვნახე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განცხადება, რომლითაც ისინი უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივად აცხადებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღოს ის და გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დონორები საკუთარი თავის დასამალად მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორთან ერთად უკანონოდ მოქმედებენ და მორალური პასუხისმგებლობისაგან დაცლილნი, ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ," - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, შშმ პირთა განცხადებამ კიდე ერთხელ დაადასტურა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" მიღება აუცილებელია, რათა მათთვის გამოყოფილი თანხები სრულად შშმ პირებს მოხმარდეს და არა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.


"ვნახე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განცხადება, რომლითაც ისინი უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივად აცხადებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღოს ის და გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დონორები საკუთარი თავის დასამალად მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორთან ერთად უკანონოდ მოქმედებენ და მორალური პასუხისმგებლობისაგან დაცლილნი, ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.


შშმ პირთა ეს განცხადება ბევრ კითხვას ბადებს. ისინი ამბობენ, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ვერ მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება მათ საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას და სხვა.


საყურადღებოა, რომ მათ ამ განცხადებას არცერთი ამ სიტყვის დამადასტურებელი განმარტება არ ახლავს.


ანუ მათ ზემოაღნიშნულის ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ვერ მოჰყავთ და სინამდვილეში რა უქმნის მათ საჭიროებებს საფრთხეს, უცნობია და ეს კითხვა ღიად რჩება.


ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს უცხოური ფინანსური გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობას, რადგან დონორის მიერ მილიონობით გადმორიცხული თანხა ამ საჭიროების მქონე პირებს სრულად უნდა ხმარდებოდეს და მათთვის გამოყოფილი თანხის მობილიზება ანტისახელმწიფოებრივი მიზნისთვის არ უნდა ხდებოდეს.


ასევე, სახელმწიფო ვალდებულია იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები და დონორები, რომელთაც ქვეყნისა და ხელისუფლების დამოუკიდებლობა ხელს არ აძლევს!


შეწყვიტეთ ამ თემით ისევ საკუთარი თავის მხილება და სახელმწიფოსა და თქვენი როლი კარგად გაიაზრეთ!" - წერს მეგრელიშვილი.