გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ჩემ მეუღლეს შესწევს ძალა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიოს

5-10-2018

„როგორც ჩანს, უკვე დასრულდა „რუსთავი 2“-თან „რადიო თავისუფლების“ მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის პირველი ფაზა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დავით კაკაბაძის ბულინგი იყო; ნათელი ხდება ამ ოპერაციის ამოცანაც“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სტუდია მონიტორი“ – „რადიო თავისუფლება“ – „რუსთავი 2“, სრულიად სამარცხვინო “შეტევაა” თქვენი მხრიდან. აღარც ქალთა უფლებების დაცვაზე ამოიღოთ ხმა, აღარც თანაბარ შესაძლებლობებზე და არც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. თავი რომ დავანებოთ, თქვენი “აღმოჩენილი” ნეპოტიზმი რამდენად სიცრუეა.


11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მითუმეტეს კარიერაში. ის არის პიროვნულად ძლიერი, ჭკვიანი ქალი, რომელსაც აქვს ძალა იცხოვროს ისე, როგორც სწორად მიაჩნია და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას“-აცხადებს თალაკვაძე.