გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ვოლსკი შშმ პირების განცხადებაზე: უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

5-04-2024

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს შშმ პირებს იმით, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებენ, დახმარება შეუწყდებათ.


გია ვოლსკი გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განცხადებას.


„თუკი ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა. ვინც ეხმარება, თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთონ ამის შესახებ დეკლარირება? როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია“, - აცხადებს გია ვოლსკი.