გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშია რუმინეთში AUF-ის შეხვედრას დაესწრო

5-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა სამუშია რუმინეთში, ქალაქ იაშის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა საბჭოს პრეზიდენტების და ვიცე-პრეზიდენტების სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, სხდომას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტმა, იაშშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტუდორელ ტოადერმა უმასპინძლა.


„შეხვედრაზე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ეგიდით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საერთო ფრანკოფონიური სტიპენდიის დანიშვნის საკითხი განიხილეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ფრანგული ენის, საფრანგეთის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია-შესწავლას შეუწყობს ხელს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ფრანკოფონიული სტიპენდიები შეხვედრაში მონაწილე უნივერსიტეტებში, მათ შორის, თსუ-ში სხვადასხვა მიმართულებით გამოცხადდება და მასში მონაწილეობა ფრანგული ენის მცოდნე სტუდენტებს შეეძლებათ.


AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.