გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვიქტორ ჯაფარიძე: „კაპიტანი გიგაურის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის

5-04-2024

„თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს დონორები იმისთვის აფინანსებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აურიონ, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.


ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ როგორც კი პატარა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი სათავისოდ გამოყენება სცადა, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რა რეალური მიზნები აქვთ მათ.


„კაპიტანი გიგაურის“ არასამთავრობო ორგანიზაცია რომ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ჯერ ერთი, რატომ არის ამდენი წელი ამ არასამთავრობოს თავმჯდომარე, ასეთი რა „დემოკრატიული“ პროცესები მიდის ამ ორგანიზაციაში, რომ ეს ადამიანი შეუცვლელი გახდა? და მეორე - ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ვინ გადაუხადა ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის. ასეთი რამე არ ხდება დედამიწის ზურგზე, თუ შვილს არ აძლევ. ანუ, ეს არის მიზნობრივი დაფინანსება, რომელზეც იციან, რაში და როგორ უნდა დაიხარჯოს. თან, ისიც ვნახეთ, როგორც კი პატარა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, როგორ უცბად გამოვარდა „ენჯეო“ გიგაური, ავარდა ტრიბუნაზე და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა დაიწყო. სად გაუგიათ და უნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში ერევა? თუ ამათ იმისთვის აფინანსებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აურიონ, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დეპუტატი შეეხო გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსაც და განმარტა, რომ ის ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული კანონია, რომელსაც, საქართველოსთვის რატომღაც მიუღებელს არქმევენ.


„ჩვენ თუ თანასწორუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, როგორ შეიძლება ამერიკაში, ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში და ა.შ. ეს კანონი, გამჭვირვალობის შესახებ, კარგი იყოს და ჩვენთვის - ცუდი და მიუღებელი? საფრანგეთში მეორე მოსმენა დარჩა და დაამტკიცებენ, ამ ფონზე, კი, ჩვენთვის თურმე მიუღებელი კანონია. რა არის ასეთი დაფარული?“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.


ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ეჭვი ჩნდება ზოგიერთი დონორის მიმართაც, რომ სინამდვილეში მათ არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებთ.

 

„USAID თუ აფინანსებს სოფლის მეურნეობის პროექტებს, კარგია, მაგრამ უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს შირმაა, რადგან, პარალელურად, ISFED-საც (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას) აფინანსებს, რომელმაც არჩევნებისას პარალელური დათვლის ხმები გააყალბა და ლამის რევოლუცია მოუტანა ამ ქვეყანას. ამიტომ, ერთი ხელით თუ სოფლის მეურნეობას მიფინანსებს, რომ კარგი ორგანიზაცია ერქვას, მეორით კი - არეულობას, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.