გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოსთვის" მთავარია, რას დაავალებენ პატრონები, ანუ არქიფო სეთური რას ამბობს ევროკავშირში, რადგან ევროკავშირი არის „შეუმცდარი"

6-04-2024

უცხო ქვეყნებისა და დამკვეთებისადმი ოპოზიციის მონურ ფსიქოლოგიაზე „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ წარმოუდგენია რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის ცნება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის დიდი ნაწილის გაგებით სუვერენული სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ არ ხარ დამოკიდებული ერთ სახელმწიფოზე, სამაგიეროდ, ემორჩილები სხვა სახელმწიფოს და ასრულებ მის დაკვეთას.


მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება გამოიკვეთა „ლელოს" პოზიციაში, როცა ოპოზიციურმა პარტიამ გამჭვირვალობის კანონის განხილვაში შემოსვლა არ ისურვა და აპელირება იმთავითვე გააკეთა იმაზე, რომ ის არ არის მისაღები მათი პატრონებისათვის.


„სახელმწიფოს ფუნქციონირების მთავარი პრინციპია, თუ რამდენად სუვერენულია ის. გარე, უცხოური ძალების ჩარევები რაც უფრო ნაკლებია, მით ძლიერად აღიქმება ზოგადად სუვერენული სახელმწიფო. სუვერენიტეტის ცნება რა არის - დანარჩენი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლობა. ახლა გადავხედოთ ამათ ფსიქოლოგიას - რას ნიშნავს ამათი, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის დიდი ნაწილის გაგებით სუვერენული სახელმწიფო. ესენი ამბობენ, რომ სუვერენიტეტი არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა, მაგრამ სხვა კონკრეტულ სახელმწიფოზე დამოკიდებულება. ანუ, გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს რაღაც სახელმწიფო, რომელიც არ უნდა ჩაერიოს შენს საქმეში, მაგრამ თუ რომელიმე სხვა სახელმწიფომ თქვა, ამ შემთხვევაში, არათუ უნდა ჩაერიოს, არამედ მან უნდა გადაგიწყვიტოს მოსამართლე აქ ვინ უნდა იყოს, რომელი კანონი უნდა მიიღო, ან რომელი არ მიიღო. შესაბამისად, პრაქტიკულად თავდაყირა აყენებენ სუვერენიტეტის ცნებას. ისიც, რომ გეუბნებიან თეთრზე შავს და არ შემოდიან მსჯელობაში არის მათი ლოგიკა.


პირდაპირ თქვა დღეს „ლელოს" წარმომადგენელმა - მსჯელობაში არ შემოგყვებითო, მთავარია ევროკავშირში ამას ამბობენ, ამერიკაში ამას ამბობენო. ამით აღიარებენ, რომ მათ აქვთ მონური ფსიქოლოგია. მათი, ამ შემთხვევაში „ლელოს" აზრით, მთავარი ის კი არ არის, რა წერია კანონში, მთავარია, ისინი ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ როცა მოვალთ პარლამენტში, მე კი არ დავწერ კანონს, რასაც ჩემი პატრონები მეტყვიან, იმ კანონს დავწერ, რასაც არ მეტყვიან, არ დავწერ. ესაა „ლელოს" პოზიცია, როცა ამბობს შინაარსში არ შემოგყვებიო. „ლელოსთვის" მთავარია, რას დაავალებენ პატრონები, ანუ არქიფო სეთური რას ამბობს ევროკავშირში, რადგან ევროკავშირი არის „შეუმცდარი" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.