გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი: რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად

7-04-2024

“გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი!”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მაკა ბოჭორიშვილი “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” ირგვლივ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე გამჭვირვალობის კანონის საჭიროება კიდევ უფრო ცხადი ხდება.

 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში ჩადებული რესურსი დასამალი არ არის. მისივე თქმით, ალოგიკურია საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის დასამალად ასეთი გამალებული ბრძოლა! პირიქით, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგი საქმის უკან ვინ დგას, თუ ასეთი კეთდება.

 

“გამჭვირვალობის წინააღმდეგ წარმოებული ასეთი კამპანიების ფონზე, გამჭვირვალობის კანონის საჭიროება კიდევ უფრო ცხადი ხდება. საზოგადოების მოტყუებას დეზინფორმაციული კამპანიები აღარ ყოფნის და ახლა საზოგადოების შანტაჟი დაემატა მეტი ეფექტისთვის! სირცხვილია, ვინც სამოქალაქო საზოგადოების სახელით ებრძვით იმას, რაც ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უმალავდეს საქმიანობის წყაროს! სირცხვილია, როდესაც სოციალურ ქსელებში პოსტების დაბლოკვაში და სიმართლის ჩახშობაში ხარჯავენ ორგანიზაციები ფულს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქვთ მიღებული!

 

საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გამჭვირვალობას ებრძვი და თან ამბიცია გაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში იყო ჩართული ყოველგვარი ლეგიტიმაციის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე! სუვერენიტეტს ებრძვი, როდესაც ხალხის არჩეულ პარლამენტის წევრს უკრძალავ იმსჯელოს და განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად! გამჭვირვალობის წარმოჩენა, თითქოს ის დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ინსტურმენტად შეიძლება გამოიყენოს ვინმემ, დემოკრატიული სამყაროს შეურაცხყოფაა! გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი! ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში ჩადებული რესურსი დასამალი არ არის! ალოგიკურია საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის დასამალად ასეთი გამალებული ბრძოლა! პირიქით, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგი საქმის უკან ვინ დგას, თუ ასეთი კეთდება!”- წერს მაკა ბოჭორიშვილი.