გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ჩაკვეტაძე: სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ, ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც

7-04-2024

სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას.

 

მისი თქმით, სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ.

 

“სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ - გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს!

 

სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან.

 

თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!” - წერს ჩაკვეტაძე.