გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: საქართველო აუცილებლად მიაღწევს, რომ სიცრუე, ფეიკი, ფაქტების გაყალბება და ცილისწამება - ძვირადღირებული ან სისხლისსამართლებრივი დასჯის საგანი გახდეს

7-04-2024

დეზინფორმაციის, სიყალბის, სიცრუის, ფეიკის, ცილისწამების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი - რუსულია თურმე, რადგანაც წლებია საქართველოს რეგიონებში USAID-ის მიერ ტარდება ტრენინგები სახელწოდებით: "დეზინფორმაცია, როგორც რუსული ხელისუფლების იარაღი". დააკვირდით! არა თუნდაც - რუსეთის, არამედ "რუსული ხელისუფლების". გასაგებია - "რუსული ოცნების", "რუსული კანონების" თუ "რუსული აღმსარებლობის" ტირაჟირების ფონზე, ვის და რას ეხება აღნიშნული ტრენინგები, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გავრცელებულ ბანერებს, სადაც აღნიშნულია, რომ “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურაა რუსული.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ თავს ლგბტ პროპაგანდისაგან, აუცილებლად დაასრულებს თავის საბანკო/საფინანსო სივრცეში შავი ფულის გათეთრების გაუმჭვირვალობის მავნე პრაქტიკას და აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ სიცრუე, ფეიკი, დეზინფორმაცია, ფაქტების გაყალბება და ცილისწამება - ძვირადღირებული ან სისხლისსამართლებრივი დასჯის ფუფუნების საგანი გახდეს.

 

„გამჭვირვალეა - ევროპული სასამართლო, რომელმაც 2021 წლის 29 ივნისს უკრაინაში სასამართლო კოლეგიის "ვეტინგის" კომისიის წესით არჩევა დააკანონა, 2021 წლის ნოემბრის ბოლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვსევოლოდ კნიაზევი აირჩია, 2023 წლის გაზაფხულზე მას სახლში ქრთამად აღებული 3 მილიონო დოლარი აღმოუჩინა და თანამონაწილეებად "ვეტინგის" წესით არჩეული კიდევ ოთხი მოსამართლე ამხილა. გამჭვირვალეა - ამერიკული სასამართლო, რომლის ფონზე ოთხ ქართველ მოსამართლეზე "ნაწილობრივი დასანქცირების" ბრძანება გასცა ვაშინგტონმა, ხოლო ქართული მხარის მოთხოვნაზე, გაეგოთ, თუ რა დააშავეს ამისთანა, პასუხად მივიღეთ - არ ვიცით, რა მნიშვნელობაა, ასე გვინდა და იმიტომ. დღემდე ელოდება ელემენტარული ბოდიშის მოხდას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომლის გამოტანილი განაჩენი ნიკა გვარამიას მიმართ, სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად ცნო. დეზინფორმაციის, სიყალბის, სიცრუის, ფეიკის, ცილისწამების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი - რუსულია თურმე, რადგანაც წლებია საქართველოს რეგიონებში USAID-ის მიერ ტარდება ტრენინგები სახელწოდებით: "დეზინფორმაცია, როგორც რუსული ხელისუფლების იარაღი". დააკვირდით! არა თუნდაც - რუსეთის, არამედ "რუსული ხელისუფლების". გასაგებია - "რუსული ოცნების", "რუსული კანონების" თუ "რუსული აღმსარებლობის" ტირაჟირების ფონზე, ვის და რას ეხება აღნიშნული ტრენინგები. საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ თავს ლგბტ პროპაგანდისაგან, აუცილებლად დაასრულებს თავის საბანკო/საფინანსო სივრცეში შავი ფულის გათეთრების გაუმჭვირვალობის მავნე პრაქტიკას და დიახ, აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ სიცრუე, ფეიკი, დეზინფორმაცია, ფაქტების გაყალბება და ცილისწამება - ძვირადღირებული ან სისხლისსამართლებრივი დასჯის ფუფუნების საგანი გახდეს. და მერე ამას გინდ "რუსული" და გინდ "ბანგლადეშური" უწოდონ“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.