გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

8-04-2024

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პრეზენტაციას გაეცნო.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურად ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მზადების პროცესსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება არჩევნების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.


ელექტრონული არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში ახორციელებს.