გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: სიცრუეა: NGO-ს საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა და ასახულია ფინანსთა სამინისტროში სწორეა: ფინანსთა სანინისტროში უკეთეს შემთხვევაში ასახულია NGO-ს დაფინანსების 18%

8-04-2024

„სიცრუეა, რომ NGO-ს საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა და ასახულია ფინანსთა სამინისტროში. სწორია: ფინანსთა სანინისტროში, უკეთეს შემთხვევაში, ასახულია NGO-ს დაფინანსების 18%“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალი“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, მცდარია, თითქოს რადიკალური ოპოზიცია და NGO-ს სექტორი სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლებების იცავენ. ქართველიშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული.

 

„ჯერ კიდევ გრძელდება დღევანდელი მთავრობის კაბინეტის სხდომა. რაც ამ მომენტისთვის გავიგეთ არის ის, რომ სიცრუეა, გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის რუსული. სწორია, რომ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის რუსული, უკრაინული და მოლდოვური.

 

სიცრუეა, რომ რადიკალური ოპოზიცია და NGO-ს სექტორი სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლებების სადარაჯოზე დგანან. სწორია, რომ სოციალურ მედიაში „ქარდებთან" ბრძოლისა და ცენზურის დაწესების ინიციატორები და შემსრულებლები რადიკალური ოპოზიციისა და მათი NGO-ს სექტორის წარმომადგენლები არიან.

 

სიცრუეა, რომ NGO-ს საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა და ასახულია ფინანსთა სამინისტროში. სწორია, ფინანსთა სანინისტროში უკეთეს შემთხვევაში ასახულია NGO-ს დაფინანსების 18%. სიცრუეა, რომ NGO-ს გამჭვირვალობა ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. სწორია, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია NGO-ს საქმიანობის 0%, გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება 145 ათასი ფიზიკური პირისთვის საგადასახადო ამნისტირების თაობაზე, რაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხას შეადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება ვაზიანში ახალი, წელიწადში 19 მილიონი (შემდგომი გაფართოვების შესაძლებლობით) მგზავრის მიღების პოტენციალს მქონე აეროპორტის მშენებლობის თაობაზე.

 

გაცემულია დავალება, ევროპის ჩემპიონატის დღეებში გერმანიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე, ფიქსირებული, „სოციალურად" მისაწვდომი ბილეთების ფასებით, ხო... კინაღამ დამავიწყდა: „გამჭვირვალობის" კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.