გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: მედიანური ფასებით მოხდება იმ ენერგოპროექტების მხარდაჭერა, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია

8-04-2024

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება. აქედან გამომდინარე, გვეძლევა საშუალება, მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით,  საქართველოს მთავრობამ  ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა პროექტს, რომელსაც აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური განხორციელების  მიზანშეწონილობა და ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მთავრობა  მედიანური ფასებით მხარს დაუჭერს.

 

მისივე განმარტებით, საფასო მხარდაჭერა ენერგეტიკულ პროექტებს მეტ საშუალებას მისცემს, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და ახალი მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გახდეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი.

 

მედიანური, ფიქსირებული ფასით ენერგოპროექტების მხარდაჭერის ინიციატივაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაიწყებს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება  საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.