ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8-04-2024

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს და ამ პროცესში ასოციაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობაზე.


,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ წარმომადგენლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობის პირობები გავაცანით, განვიხილეთ შეზღუდული ტიპის ნებართვების რაციონალურად და გამჭვირვალედ განაწილებასთან დაკავშირებით ასოციაციებთან მჭიდრო კოორდინაცის წინაპირობები და მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც შევთანხმდით" - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.


მომდევნო სამუშაო შეხვედრა გადამზიდველთა ასოციაციების წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის მიმდინარე წლის 12 აპრილს ქ. ბათუმში ჩაინიშნა, სადაც გადამზიდველთა ასოციაციებში გაწევრიანების საკითხები, ასევე შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის პირობების განხილვა იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შემდეგ სატელეფონო ნომერზე - 2365501.