გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი სოცქსელში მიმდინარე კამპანიაზე: FACEBOOK ინგლისური ქარდების შინაარსს იგებდა და არ ბლოკავდა, მაგრამ ბლოკავდა ქართულ ქარდებს, ვინაიდან მათ შინაარსს იღებდა ქართული პლატფორმა FactCheck-სგან

8-04-2024

„რადიკალების კამპანია შარშანაც თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციით იყო გაჯერებული და დღეს უფრო მეტი უტიფარი და ურცხვი ტყუილის გავრცელებას ახდენს, იგივე GRASS, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას უთხრას სიმართლე,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ ეს ორგანიზაცია რეალურად სიმართლის გავრცელების კონტროლისთვის იღებს დაფინანსებას.

 

სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ GRASS -ის შემთხვევა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება არამიზნობრივად დაიხარჯოს დონორების მიერ გამოყოფილი ფინანსები.

 

„ერთადერთი წელს რაც მოახერხეს, შემოუტიეს FACEBOOK-ს, სადაც დაბლოკეს ქარდები. ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა - ქარდები გამზადებული გვქონდა ინგლისურად და ქართულად. ინგლისურენოვანი ქარდები არ დაიბლოკა, ანუ, FACEBOOK -ის სათავო ოფისი, როცა ინგლისურად კითხულობდა, შინაარსს იგებდა და ქარდს არ ბლოკავდა, მაგრამ ბლოკავდა ქართულ ქარდს, ვინაიდან ინფორმაციას მისი შინაარსის შესახებ იღებდა ქართული პლატფორმა FactCheck-სგან, რომელსაც ხელმძღვანელობს სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია და რადიკალებისა და მავნებლების დაჯგუფება.

 

მათი კამპანია შარშანაც თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციით იყო გაჯერებული და დღეს უფრო მეტი უტიფარი და ურცხვი ტყუილით აგრძელებს, იგივე GRASS, ტყუილების გავრცელებას, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას უთხრას სიმართლე. ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მაგალითი, თუ როგორ არამიზნობრივად ხარჯავს დონორის ფულს არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

ეს ორგანიზაცია შექმნილია იმისათვის, რომ გამოამჟღავნოს ნებისმიერი სახის ტყუილი - FactCheck, ანუ ფაქტების შემოწმება. მისი მიზანია უთხრას ხალხს სიმართლე - რა ინფორმაციაა ტყუილი და რა შეესაბამება სიმართლეს. იმის მაგივრად, რომ ამ ორგანიზაციამ ეს ფუნქცია შეასრულოს, რაშიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, თავად ავრცელებს დეზინფორმაციას. მიზნობრიობაში ეს უწერიათ და ფაქტობრივად გამოდის, რომ დონორის ფულს არამიზნობრივად ხარჯავენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

„ხალხის ძალის“ წევრი დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის სხვა ფორმებსაც ასახელებს. კერძოდ, ისეთს, სადაც მიზნობრიობაზე დონორი ერთს ამბობს, ხოლო მიმღები ორგანიზაცია - სხვას.

 

„არიან სხვა ასეთი არასამთავრობოებიც, რომლებიც არამიზნობრივად ხარჯავენ დონორების ფულს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩვენ აღმოვჩნდით იმის მოწმე, რომ დონორი იძახის ერთს, ხოლო ორგანიზაცია ამბობს სულ სხვა რამეს. შეგვიძლია „კანვასის“ სემინარები გავიხსენოთ, ან თუნდაც „პრაიდის“ ღონისძიება, სადაც აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა რამეს აფინანსებდნენ.

 

მტკიცება, რომ დონორების ფულის წინააღმდეგები ვართ და კანონი ხელს შეუშლის მათი ფულის შემოდინებას, არის აბსოლუტური სიცრუე. თუ რომელიმე დონორი და ასეთები საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს საქართველოს, რამე კეთილ საქმეს, რამე სასარგებლოს აფინანსებს, რატომ არ უნდა იცოდეს საქართველომ ამის შესახებ? თუ მითითებულია მიზნობრიობაში სხვა თემა, მიმღები ორგანიზაცია კი სხვა საქმიანობას ახორციელებს, სწორედ საზოგადოებაა ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდება და თუნდაც აცნობებს დონორს, რომ მისი ფული არამიზნობრივად იხარჯება.

 

ძალიან ნიშანდობლივია აქ ერთი მომენტი - ისტერიულად ეშინიათ გამჭვირვალობის. თუ კარგ საქმეს აკეთებენ, თუ სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, თუ საქართველოს განვითარებაა მათ ინტერესში, რატომ ეშინიათ ასე ძალიან გამჭვირვალობის? ამ კითხვას ვერავინ პასუხობს. თუთიყუშივით იმეორებენ „რუსული“, „რუსული“ და მოითხოვენ შინაარსობრივ განხილვაში არავინ შევიდეს, იმიტომ, რომ შინაარსში შესვლა მათ დაღუპვას ნიშნავს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.