გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: როცა კანონს მივიღებთ, საზოგადოება თავად ნახავს, რამდენი შავი ფულია დახარჯული ვითომ კეთილ საქმეებში, სინამდვილეში - საზოგადოებისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ

8-04-2024

„რა არის ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, „ენჯეოების“ აზრით? ეს არის ინფორმაცია შავი ფულის შესახებ. როცა კანონს მივიღებთ, საზოგადოება თავად ნახავს, რამდენი შავი ფულია დახარჯული ვითომ კეთილ საქმეებში, სინამდვილეში - საზოგადოებისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ “, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ვის გავლენას ატარებს.

 

„მაგალითად, ბრიტანეთში ამ კანონს ჰქვია „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ევროკავშირში - „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესება“... აქ საუბარია გავლენების გამჭვირვალობაზე, რომელსაც ჩვენთან შეურაცხყოფად იღებენ. არადა, გავლენა არ ნიშნავს მხოლოდ ცუდს, მაგრამ მოქალაქემ ამის შესახებ უნდა იცოდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.