გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ - არა

9-04-2024

„ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თავად განიხილავს, საქართველოსთვის კი ეს კანონპროექტი რატომღაც მიუღებელი უნდა იყოს.


„ევროკომისიამ ევროპარლამენტში განსახილველად ევროდირექტივა წარადგინა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებსა და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებენ თავიანთ ეროვნულ დონეზე.


ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ მათი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, საქართველოსი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ - არა. ეს ორმაგი სტანდარტები ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში, ამიტომ, დაუშვებელია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.