გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე "გამჭვირვალობის კანონზე": როგორ შეიძლება ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული? ე.ი. მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება - ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია

9-04-2024

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიციირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


"რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის - ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.