გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9-04-2024

კასპში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შიკრიბნენ და 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავი აღნიშნეს.
შეკრებილებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა რომანოზმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორ წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.