გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა

6-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მცხეთის იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გახსნა. სიახლე საპილოტე რეჟიმში, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.


ადგილზე უკვე მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამედიცინო პუნქტში 4 ექიმი დასაქმდა, რომლებიც მომავალში იზოლატორში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.


შერჩეულმა ექიმებმა, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში შესაბამისი გადამზადება გაიარეს.


წლის ბოლომდე, სამედიცინო პუნქტების გახსნა, ეტაპობრივად სხვა იზოლატორებშიც მოხდება.


პროექტი, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება.