გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: ჩვენი ბიჭები და გოგოები ზუსტად იმისთვის იბრძოდნენ, რომ მოსკოვიდან არ ყოფილიყო მართული მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი

9-04-2024

„ჩვენი ბიჭები და გოგოები ზუსტად იმისთვის იბრძოდნენ, რომ მოსკოვიდან არ ყოფილიყო მართული მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი. იმისთვის იბრძოდნენ, რომ მოსკოვიდან საქართველოში ჩამოსული ცეკა-ს მეორე მდივანი იმ გენერალური გუბერნატორის ანალოგი არ ყოფილიყო, რომელმაც მე-19 საუკუნეში ჩაანაცვლა, როგორც შენი სახელმწიფო და სუვერენიტეტი, ასევე შენი ეკლესიის ავტოკეფალია“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა მედიასთან განაცხადა.


ქართველიშვილმა პარალელი გაავლო 1989 წელსა და დღეს არსებულ მდგომარეობას შორის, თუ რა შეიცვალა ბოლო 35 წლის განმავლობაში.


მისი შეფასებით, საქართველოს მართვა ქვეყნის გარედან შეუძლებელია, ვინც არ უნდა იყოს ის - მოსკოვი, ბრიუსელი თუ ვაშინგტონი.


„დღეს მართლაც უმძიმესი დღეა - 35 წელი გავიდა, მაგრამ არ დასრულებულა ის, რასაც ახალგაზრდა ბიჭები, გოგოები და მათი მშობლები შეეწირნენ.

საინტერესოა პარალელის გავლება 1989 წელსა და 2024 წელს შორის, თუ რა შეიცვალა?! - საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, იმ 15-ვე რესპუბლიკისთვის დე-იურე ნებადართული იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ნებაყოფლობითი გამოსვლა, მაგრამ დე-ფაქტო ხომ ვიცით, რომ ეს შეუძლებელი იყო?! თბილისის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასანგრე ნიჩბებითაც კი იცავდნენ თავის უფლებას, რომ შენი თავისუფლება არ შემდგარიყო.


ჩვენი ბიჭები და გოგოები ზუსტად იმისთვის იბრძოდნენ, რომ მოსკოვიდან არ ყოფილიყო მართული მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი. იმისთვის იბრძოდნენ, რომ მოსკოვიდან საქართველოში ჩამოსული ცეკა-ს მეორე მდივანი იმ ეგზარქოსის, გენერალური გუბერნატორის ანალოგი არ ყოფილიყო, რომელმაც მე-19 საუკუნეში ჩაანაცვლა, როგორც შენი სახელმწიფო და სუვერენიტეტი, ასევე შენი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს ყველაფერი ხომ ვიცოდით?! - საქართველო და თავისუფლება სინონიმებია.

  

ქვეყნის მართვა გარედან შეუძლებელია - ეს იქნება მოსკოვი, ბრიუსელი თუ ვაშინგტონი. დე-ფაქტო მართვის სისტემაზეა საუბარი, სულ ერთია, რაც არ უნდა მოგვატყუონ, რომ „დე-იურე“ ჩვენი მისწრაფება არის თავისუფალ სამყაროში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. თუ ეს ევროკავშირი დე-ფაქტო ევრო საბჭოთა კავშირად აღიქმება ჩვენთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ქართველ ადამიანს, ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებას ამის წინააღმდეგ ისეთივე პროტესტი ექნება, როგორიც პროტესტიც 35 წლის წინ 9 აპრილს გამოხატა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.